ორი ქართველი ცსკა–ში

0
6

წინასასეზონო მზადებას განაგრძობს მოსკოვის ცსკა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იცავს. კვიპროსში მყოფმა არმიელებმა დიდი ანგარიშით გაანადგურეს ბერძნული ლავრიო – 107:68. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 17:35 წუთი ითამაშა (სასტარტო ხუთეულში არ იყო) და გუნდს 6 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება და ერთი ჩაჭრა.
აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს ძირითად გუნდში ითამაშა რუსეთის მოქალაქე ქართული გვარის მქონე ანტონ კარდანახიშვილმაც. მან 6:32 წუთში 3 ქულა, 2-2 მოხსნა და პასი მიითვალა.