კინგსლი კომანმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

0
6
Bayern Munich's French forward Kingsley Coman controls the ball during the German first division Bundesliga football match FC Bayern Munich v TSG 1899 Hoffenheim in Munich, southern Germany on January 30, 2021. (Photo by Andreas GEBERT / POOL / AFP) / DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND/OR QUASI-VIDEO (Photo by ANDREAS GEBERT/POOL/AFP via Getty Images)

კინგსლი კომანმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, იუწყება Le10sport.

25 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბს თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში სურს. მისი შეძენა „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.

კომანს „ბაიერნს“ ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება და ის გადასახადების დაქვითამდე წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„ბაიერნი“ მას ახალი კონტრაქტის პირობის თანახმად წელიწადში 13 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ კომანს 18 მილიონის მიღება სურს, იმდენის რამდენსაც ლეროი სანე იღებს.

კომანი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 143 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

მანამდე, ამპლუით შემტევი ნახევარმცველი პსჟ-სა და ტურინის „იუვენტუსში“გამოდიოდა.