ჰოლანდი შეუჩერებელია – ნორვეგიელმა „ბორუსიას“ ლევერკუზენში მოაგებინა

0
4

ერლინგ ჰოლანდმა დორტმუნდის „ბორუსიას“ მაისურით მორიგი დუბლი შეასრულა,

გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში დორტმუნდელები სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერს“ შეხვდნენ და დრამატულ ბრძოლაში 4:3 მოიგეს.

„ბორუსიამ“ თამაშის მსვლელობისას ანგარიში 3-ჯერ გაათანაბრა და საბოლოოდ 3 ქულაც აიღო.

ჰოლანდმა თანაფარდობა მაშინ აღადგინა, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ხოლო ნორვეგიელის მიერ შესრულებული პენალტის შემდეგ, „ბორუსია“ შინ გამარჯვებული დაბრუნდა.

21 წლის სკანდინავიელმა გერმანული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა. მან ამ სეზონში ბუნდესლიგაში 5 გოლი მიითვალა – მანამდე „აინტრახტთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ნორვეგიელმა ეროვნულ ნაკრებსა და კლუბში თავი ზედიზედ მეხუთედ გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 13-ჯერ დაამწუხრა.