ელოშვილის გამარჯვების გოლი ავსტრიაში

0
3

ლევან ელოშვილმა „კაპფენბერგერს“ ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში მოაგებინა.

მე-7 ტურში „კაპფენბერგერი“ შინ „ლაიფნიცს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე სტუმართა კარი აიღო – ბურთი კუთხურიდან “ჩაახვია”.

მან მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი მიითვალა. „კაპფენბერგერმა“ ამ სეზონში მეორე თამაში მოიგო და 6 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.

ელოშვილი “კაპფენბერგერში” მე-6 სეზონის გამოდის და 99 მატჩში 15 გოლი გაიტანა.