დიეგო სიმეონემ ტრანსფერებით მილიარდი გამოიმუშავა

0
6

დიეგო სიმეონე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომლის მუშაობის პერიოდში მისმა კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვით მილიარდი ევრო გამოიმუშავა.

არგენტინელი სპეციალისტი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2011 წლიდან მუშაობს და გუნდს 2-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ევროპა ლიგა, ხოლო ორჯერ ევროპის სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, მან 2-ჯერ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

მოთამაშეების გაყიდვით მიღებული შემოსავლით (963 მილიონი ევრო) მეორე ადგილზე „ბრაგას“, „ოლიმპიაკოსის“, „სპორტინგისა“ და „მონაკოს“ ექსთავკაცი პორტუგალიელი ლეონარდუ ჟარდიმია, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ წვრთნის.

ამ ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე „რომას“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოაა – 773 მილიონი ევრო.