დავიდ ლუიზი სამშობლოში ბრუნდება

0
11

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი დავიდ ლუიზი კარიერას სამშობლოში განაგრძობს.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ზაფხულში ლონდონის „არსენალთან“კონტრაქტი ამოეწურა რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოში“ ითამაშებს.

ლუიზი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2022 წლის დეკემბრამდე გააფორმებს და სათანადო დოკუმენტების გაფორმების შემდეგ, „ფლამენგოს“ შეუერთდება.

ლუიზმა პროფესიონალური კარიერა ბრაზილიის „ვიტორიაში“ დაიწყო, ხოლო ევროპაში „არსენალამდე“, ლისაბონის „ბენფიკაში“, ლონდონის „ჩელსისა“ და პსჟ-ში თამაშობდა.