დანი ალვეში „სან პაულუდან“ წავიდა

0
3

დანი ალვეში ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „სან პაულუდან“ წავიდა.

38 წლის მცველმა, რომელმაც ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიადა მოიგო, კლუბი მის მიმართ არსებული 2 მილიონი დოლარის დავალიანების გამო დატოვა.

ალვეში წასვლის ამბავი „სან პაულუს“ ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ბელმონტემ დაადასტურა:

„ალვეშის“ აგენტემა გვაცნობეს, რომ ის კლუბში დავალიანების დაფარვამდე არ დაბრუნდება.

„სან პაულუ ვალს აღიარებს და გასულ კვირაში ალვეში აგენტებს წინადადებით მიმართა, მაგრამ მათ უარი უთხრეს“.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ტიტულის მომგები ალვეში „სან პაულუს“ 2019 წელს პსჟ-დან წასვლის შემდეგ შეუერთდა და 76 მატჩში 8 გოლი გაიტანა.