პრემიერ ლიგაში აგვისტოს საუკეთესოები დაასახელეს -ნუნუ ესპირიტუ სანტუ და მაიკლ ანტონიო

0
3

ინგლისის პრემიერ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცი ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაასახელეს.

ამის შესახებ ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

პორტუგალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემში“ სადებიუტი სეზონს ატარებს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატის სამი საწყისი მატჩიდან სამივე მოიგო. ამასთანავე, ლონდონელებმა გოლი არ გაუშვეს.

აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად პრემიერ ლიგამ ლონდონის „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი მაიკლ ანტონიო აღიარეს. იამაიკელმა თავდამსხმელმა გასულ თვეში პრემიერ ლიგის 3 ტურში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეეთა.

მან თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში მარკოს ალონსოს („ჩელსი“), სადა ბენრაჰმას („ვესტ ჰემი“), ერიკ დაიერს („ტოტენჰემი“), დემარია გრეის („ევერტონი“) და მეისონ გრინვუდს („მანჩესტერ იუნაიტედი“) აჯობა.