მესიმ გოლებით პელეს გაასწრო

0
7

ლიონელ მესი სამხრეთ ამერიკის ნაკრებების ფეხბურთელებს შორის გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინამ ბოლივია მიიღო და მესის ჰეთ-თრიქით 3:0 გაიმარჯვა.

მასპინძლების კაპიტანმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა და არგენტინამ ტაიმი 1:0 მოიგო. მან 64-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო ოთხ წუთში მესამე ბურთი გაიტანა.

მესიმ სანაკრებო კარიერაში ჩატარებულ 153 შეხვედრაში 79 გოლი გაიტანა და პელეს გაასწრო, რომელმაც 92 თამაში 77 ბურთი მიითვალა.

ასევე, 34 წლის მესიმ სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის ისტორიაში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო და ამ ამჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა. მან ურუგვაელ ლუის სუარესს აჯობა, რომლის ანგარიშზე 25 გოლია.

მესიმ კარიერაში ჩატარებულ 932 მატჩში 750 გოლი გაიტანა.