იაპონიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობა იუარა

0
1

იაპონიამ ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობა იუარა, იუწყება ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.

ტურნირი მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იაპონიის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას აცნობა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეჯიბრებას ვერ ჩაატარებდა.

იაპონელების უარის შემდეგ, ტურნირის მიღების სურვილი საუდის არაბეთმა გამოთქვა და ფიფას ოფიციალური წერილით მიმართა.