გიუნეში თურქეთის ნაკრებიდან გაუშვეს

0
3

თურქეთი ეროვნული გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა შენოლ გიუნეშმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ეს მას მერე მოხდა, რაც თურქებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ნიდერლანდებთან 1:6 წააგეს.

გიუნეში ნაკრებს სათავეში მეორედ 2019 წელს ჩაუდგა და ევრო-2020-ზე გაიყვანა, სადაც ჯგუფიდან ვერ გავიდა.

მანამდე, ის ეროვნულ გუნდს 2000-2004 წლებში ავარჯიშებდა და მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გაიყვანა.