“დინამოს” წარმომადგენლები ევროპული კლუბების ასოციაციის ასამბლეას დაესწრნენ

0
10

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) 26- ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი 247 კლუბი წარმოადგენდა.

თბილისის “დინამოდამ” ასამბლეას კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე და დირექტორის მოადგილე თეა შამათავა ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნასერ ალ-ხელაიფიმ, რომელიც პსჟ-ს პრეზიდენტია, ასამბლეაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ბორდის ახალი წევრებიც აირჩია.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ECA- ს დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.