ბრაზილიამ თავისი რეკორდი გაიმეორა

0
3

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი რეკორდი გაიმეორა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში ბრაზილიელებმა პერუს უმასპინძლეს და 2:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის მე-14 წუთზე ანგარიში ევერტონ რიბეირომ გახსნა. მე-40 წუთზე ნეიმარმე მეორე გოლი გაიტანა და მასპინძლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ მეტი გოლი არ გასულა და ბრაზილიამ შესარჩევში ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო, რაც მისი რეკორდის გამეორებაა, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოში დაამყარა. ამ შემთხვევაში წინ შესარჩევი ციკლის შედეგიც გათვალისწინებულია.

მიმდინარე შესარჩევში ტიტეს გაწვრთნილებმა 8-დან 8 თამაშში გაიმარჯვეს – 19 გოლი გაიტანეს და 2 გაუშვეს. მსოფლიო 5-გზის ჩემპიონი 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ არგენტინას 6 ქულით ასწრებს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის შემადგენლობაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ თავდამსხმელმა ჰალკმა ითამაშა.