ვილი სანიოლი: “სამწუხაროდ ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა”

0
2

ვილი სანიოლის განცხადებით, სამწუხაროდ საქართველოს ცუდი სანაკრებო პაუზა გამოუვიდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ სტუმრად ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 წაგების შემდეგ განაცხადა.

ვილი სანიოლი: “ბულგარეთთან შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით.

როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მეტოქემ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია.

როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება.”