ცოტნე ბენდიანიშვილმა „კორტრაიკთაან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

0
13

ბელგიის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გააფორმა.

18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ცოტნე ბენდიანიშვილმა პროფესიონალური ხელშეკრულება „კორტრაიკთან“ დადო, რომლის აკადემიის აღზრდილიცაა.

მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ბელგიისა და საქართველოსი. ბენდიანიშვილმა საქართველოს 11-წლამდელთა ნაკრებში 3-ჯერ ითამაშა.

ის „კორტრაიკის“ აკადემიაში 4 წლიდან ვარჯიშობდა, ხოლო 12 წლის ასაკში გარკვეული პერიოდი „გენტს“ მიაშურა, ხოლო შემდეგ ისევ კორტრაიკში დაბრუნდა.

„ძალიან მიხარია ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება“ – განაცხადა ბენდიანიშვილმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.