სოფიაშიც დავმარცხდით…

0
13

საქართველოს ნაკრები ამჯერად ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 1:4 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩთან შედარებით 9 ფეხბურთელი შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი დატოვა. დებიუტი ჰქონდათ გიორგი მამარდაშვილსა და საბა ხვადაგიანს, პირველად ითამაშა სასტარტოში სანდრო ალთუნაშვილმა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მოხვდა პირველად ძირითადში.
გიორგი მამარდაშვილს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მან გოლი მატჩის დასაწყისშივე გაუშვა – ნედელევმა ჯარიმა გაუტანა. პირველ ტაიმში ბულგარელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ჯერ პენალტით ილიევმა იხეირა, მერე ახლო მანძილიდან სპას დელევმა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხრისტოვმა თავით აიღო ქართველთა კარი. 4:0-ზე ბულგარეთის ნაკრები გაჩერდა და საქართველომ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილმა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და ერთი ბურთი გაქვითა, ეს ზურიკოს სადებიუტო გოლი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. შედეგად – 1:4.
ამრიგად, ეს თვე ჩავლილია. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს, შემდეგ კი პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება.

ბულგარეთი – საქართველო 4:1 (3:0)
სოფია, „ვასილი ლევსკი“
ბულგარეთი (4-1-4-1): მიხაილოვი; ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ბოჟიკოვი, ველკოვსკი; ჩოჩევი (ვიტანოვი 68); ი. ილიევი (კარაგერენი 67), ნედელევი (იანკოვი 60), დ. ილიევი (კრასტევი 74), ცონევი (კოსტადინოვი 74); დელევი (კირილოვი 60)
მწვრთნელი: იასენ პეტროვი
საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; ხვადაგიანი, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, დაუშვილი (აბურჯანია 59), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 59), გიორბელიძე; წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 59)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 3:0 დელევი (44), 4:0 ა. ხრისტოვი (53), 4:1 დავითაშვილი (77);
გაფრთხილება: ცონევი (29), ბოჟიკოვი (36), დელევი (57) – კაკაბაძე (34), დაუშვილი (58), ლოჩოშვილი (73);
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 20 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:2;
მსაჯი: ი. სტოიჩევსკი (ჩრდ. მაკედონია).