ქოჩორაშვილის ახალი კონტრაქტი „ლევანტესთან“

0
3

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგის საფეხბურთო კლუბ „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

„ლევანტეს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ 3 სეზონი გაგრძელდება.

ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლის ივლისში ჩაირიცხა. მან „ლევანტეს“ მეორე გუნდში 31 მატჩი ჩაატარა.

მან „ლევანტეს“ პირველ გუნდთან ერთად ესპანეთის ლა ლიგაში 4-ჯერ იასპარეზა – დებიუტი 2020 წლის 12 ივლისს ბილბაოს „ატლეტიკთანა“ ჰქონდა.

გარდა ამისა, თბილისის „საბურთალოს“ ექსფეხბურთელმა 2 თამაში ესპანეთის თასზე ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.