გერმანიის ნაკრების თვითმფრინავი ედინბურგის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

0
8

თვითმფრინავი, რომელსაც გერმანიის ეროვნული ნაკრები რეიკიავიკიდან ფრანკფურტში გადაჰყავდა, დაუგეგმავად ედინბურგის აეროპორტში დაეშვა.
Flightradar24-ზე, საიტზე, სადაც ფრენების მოძებნაა შესაძლებელი, ვხედავთ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ფრანკფურტში უნდა დაშვებულიყო, სამაშველო კოდით 7700 ედინბურგში დაჯდა. აღნიშნული კოდი ბორტზე გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს გამოიყენება.
ნაკრების ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ ყველა მგზავრი კარგად იყო, თვითმფრინავს კი ტექნიკური შემოწმება უტარდებოდა. ,,ბუნდესნაკრების” პრესცენტრის ცნობით, ფეხბურთელები გერმანიაში ინდივიდუალურად დაბრუნდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გერმანია ისლანდიას ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.