თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტია

0
7

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის ასამბლეაზე იქნა მიღებული, რომელსაც ესპანეთის ქალაქმა ბარსელონამ უმასპინძლა.
ამ თანამდებობაზე 29 წლის შენგელიამ 33 წლის იტალიელი ლუიჯი დატომე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბოლოს ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.