მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგაში აგვისტოში საუკეთესოა

0
5

ესპანეთის ლა ლიგის youtube-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა აგვისტოს თვის 5 საუკეთესო მოგერიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

სასიამოვნოა, რომ პირველ ადგილზე „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მოგერიება გავიდა პირველ ტურში შინ „ხეტაფესთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში.

გასულ თვის საუკეთესო მოგერიებათა ხუთეული ასე გამოიყურება:

1.გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), „ვალენსია“ – ხეტაფე“

  1. სტოლე დიმიტრიევსკი („რაიო ვალეკანო“), „რეალ სოსიედადი“– „რაიოვალეკანო
  2. ხერონიმო რული („ვილიარეალი“), „ატლეტიკო“ – „ვილიარეალი“
  3. დავიდ სორია („ხეტაფე“), „ხეტაფე“– „სევილია“
  4. ხულიენ აგირესაბალა („ატლეტიკი“), „ელჩე“– ატლეტიკი“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე, თავის სადებიუტო სეზონში ლა ლიგაში ზედიზედ 3 მატჩი ჩაატარა.