ვილი სანიოლი: “ფეხბურთელებმა განსხვავებული სახე ვერ აჩვენეს, უამბიციოდ ვითამაშეთ”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, კოსოვოსთან მატჩის შემდეგ, მისმა ფეხბურთელებმა ესპანეთთან განსხვავებული სახე ვერ აჩვენეს.

ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბადახოსში ესპანელებტან 0:4 წაგების მერე განაცხადეს.

ვილი სანიოლი: “სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ერთადერთი რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებენ და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ ყოვლისა, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი ვისაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, ყველა ფეხბურთელი ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს.”