ფრანკ რიბერი „სალერნიტანაში“ ითამაშებს

0
4

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი კარიერას „სალერნიტანაში“ გააგრძელებს.

იტალიის სერია A-ში წელს დაბრუნებულმა კლუბმა 38 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

რიბერიმ ბოლო 2 სეზონი ფლორენციის „ფიორენტინაში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 51 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მანამდე, ფრანგი 2007-2019 წლებში „ბაიერნში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც გამართულ 425 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 125 ჯერ აიღო. მან მიუნხენელებთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო.