ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ფერან ტორესის განცხადებით, საქართველოსთან გამარჯვება მის გუნდს განწყობას უმაღლებს.
ქართველების კარში ერთი გოლის ავტორმა, ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბადახოსში მეტოქის 4:0 დამარცხების შემდეგ ისაუბრა.
„საქართველოს თამაშზე იმ მარცხის მერე ჩავედით, რომელმაც ჩვენი სატურნირო ვითარება გააუარესა, მაგრამ მწყობრში ჩავდექით. ასეთი შედეგი განწყობას გვიმაღლებს. ამ ანგარიშის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, რადგან გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობა შესაძლოა მომავალში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს“ – ციტირებს ტორესს უეფას პრესსმსახური.
