ლუკაკუ ასიანთა კლუბშია – 50 გოლი ბოლო 50 მატჩში

0
3

რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ეროვნულ გუნდში საიუბილეო მატჩი ჩაატარა, რომელიც გოლით აღნიშნა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელგიელებმა შინ ჩეხეთს 3:0 აჯობეს და ანგარიში ლუკაკუმ გახსნა.

მან ბელგიელთა მაისური მეასედ მოირგო და 66-ე გოლი გაიტანა. ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში თავის საწყის 50 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო, ხოლო ბოლო 50 თამაშში 50 გოლი მიითვალა.

მან მიმდინარე სეზოში „ჩელსისა“ და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 4 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

ის სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ევროპელ ბომბარდირებს შორის მე-8 ადგილზეა.

ჩეხეთთან შეხვედრას რაც შეეხება, ბელგიელებიდან გოლებიკიდევ ედენ აზარმა და ალექსის საელიმაკერსმა გაიტანეს.