ლევანდოვსკი საუკეთესო ევროპელ ბომბარდირებში მეოთხეა

0
3

პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპელ ფეხბურთელებს შორის სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პოლონელებმა სტუმრად სან მარინო 7:1 გაანადგურეს და მიუნხენის „ბაიერნის“ 33 წლის მოთამაშემ დუბლი შეასრულა.

მან ეროვნულ გუნდში 72 გოლი გაიტანა და მიროსლავ კლოზეს გაასწრო, რის წყალობოთ, საუკეთესო ათეულში მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა.

ევროპელი ბომბარდირები ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 111 გოლი (180 მატჩში)
  2. ფერენც პუშკაში (უნგრეთი/ესპანეთი) – 84 გოლი (89 მატჩში)
  3. შანდორ კოჩიში (უნგრეთი) – 75 გოლი (68 მატჩში)
  4. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 72 გოლი (124 მატჩში)
  5. მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 71 გოლი (137 მატჩში)
  6. გერდ მიულერი (გერმანია) – 68 გოლი (62 მატჩში)
  7. რობი კინი (ირლანდია) – 68 გოლი (146 მატჩში)
  8. რომელუ ლიკაკუ (ბელგია) – 66 გოლი (100 მატჩში)
  9. ზლატან ობრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 62 გოლი (118 მატჩში)
  10. ედინ ჯეკო (ბოსნია-ჰერცეგოვინა) – 60 გოლი (115 მატჩში)