კომპანია “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია.
ამის შესახებ “ტორპედოს” პრესსამსახური იუწყება:
“კომპანია New Vision University – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქუთაისის ,,ტორპედოს“ 100%-ანი წილის მფლობელი გახდა.
ქუთაისის ,,ტორპედოს“ ახალი გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი მჭედლიძე იქნება.
,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებით ქუთაისის ,,ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა.
საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება”
