იტალიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

0
4

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად შვეიცარიას დაუზავდა – 0:0. არადა, სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ 53-ე წუთზე ჟორჟინიოს პენალტი რომ გამოეყენებინა.

სხვათა შორი, „სკუადრა აძურამ“ ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო – შინ ქულები ბულგარეთთან (1:1) გაიყო.

იტალიამ წაუგებელი მატჩების რაოდენობა 36-მდე გაზარდა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანამდე, მსოფლიო რეკორდმენები ბრაზილია და ესპანეთი იყვნენ 35-35 წაუგებელი თამაშით.

ბრაზილიელებმა ეს შედეგი 1993-1996 წლებში აჩვენეს, ხოლო ესპანელებმა 2007-2009.

გარდა ამისა, მანჩინის გაწვრთნილებმა თავისი ეროვნული რეკორდიც განაახლეს. კერძოდ, ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით 1935-1939 წლებში იტალიამ 30 თამაში არ წააგო.

ბოლო იტალიელები 2018 წლის სექტემბერში პორტუგალიასთან ერთა ლიგაში დამარცხდნენ – 0:1.

რობერტო მანჩინი იტალიელებს 2018 წლის მაისიდან წვრთნის და მან წელს გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.