შენგელიას ცსკა ფრენკამპის “ზენიტთან” ფინალში დამარცხდა

0
5

სანკტ პეტერბურგში დასრულდა ვლადიმირ კონდრაშინ-ალეკსანდრ ბელოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი. ფინალურ მატჩში ადგილობრივმა „ზენიტმა“ მოსკოვის ცსკა 100:73 გაანადგურა და საჩემპიონო თასი დაისაკუთრა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მცველმა, “ზენიტის” უკანახაზელმა კონერ ფრენკამპმა 11 წუთი ითამაშა და 5 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა თითო პასი და ჩაჭრაც. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კი წაგებულთა შორის 17 წუთი ითამაშა. თოკოს თამაში არ წაუვიდა – 3 ქულა, 3 მოხსნა, ერთი პასი. ცსკა-მ ნახევარფინალში “პარმას” 94:58 მოუგო. იმ მატჩში შენგელიამ 16 წუთში 8 ქულა ჩააგდო.