ხავიერ პასტორე ლა ლიგაში ითამაშებს

0
6

ხავიერ პასტორე, რომელიც თავის დროზე არგენტინაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, კარიერას „ელჩეში“ გააგრძელებს.

32 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გაწყვიტა „რომასთან“, რომელშიც გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 5-ჯერ ითამაშა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

პასტორემ ესპანეთის ლა ლიგის ბინადართან ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა.

არგენტინელმა თავის ევროპული კარიერა იტალიის „პალერმოში“ (2009-2011) დაიწყო, ხოლო შემდეგ შვიდი სეზონის პსჟ-ში (2011-2018) გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 289 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა.

მან არგენტინის ეროვნულ გუნდში 29-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.