ბეილის მომგებიანი ჰეთ-თრიქი და ყრუაშვილის დანიშნული სამი პენალტი

0
5

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონაყის შესარჩევ ციკლში უელსის ნაკრებმა სტუმრად ბელარუსი გარეთ ბეილის წყალობით დაძააბულ ორთაბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

განვლილ მატჩი ქართველი არბიტრების ბრიგადამ იმსაჯა. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ზაზა ფიფია და დავით ჩიგოგიძე ეხმარებოდნენ. მეოთხე მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილი განაწესეს.

აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილმა სამი პენალტი დანიშნა, რაც საერთო იშვიათობაა.

შეხვედრის გმირი ბეილი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მე-6 წუთზე უელსელთა კაპიტანი ბელრუსთა მეკარემ წააქცია და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტოურდნენ და 29 წუთზე ლისაკოვიჩმა პენალტიდან საპასუხო გოლი გაიტანა.

31-ე წუთზე, ბელარუსებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და სედკომ თავისი გუნდი დააწინაურა,

69-ე წუთზე ებონგი თავის საჯარიმოში ჰაერში ამხტარ დევისს დაეჯახა, რომელიც დაეცა და კვირიკავშილმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. ბეილმა თავისი შანსი ისევ გამოიყენა.

თამაშისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბელარუსთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბეილმა ისარგებლა და მისი დარტყმის შემდეგ ჩერნიკმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა, რაც ბელარუსებს გოლად დაუჯდათ – 2:3.

ბეილმა ოფიციალურ სანაკრებო მატჩებში ჰეთ-თრიქი კარიერაში პირველად შეასრულა. მანამდე, მან 2018 წლის 22 მარტს სტუმრად ჩინეთთან 6:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

ცნობისთვის, ბელარუსმა უელსს რუსეთის ქალაქ ყაზანში უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ავიააკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის მინკსში ავარიულად დასმისა და იქ მყოფი ბელარუსი ჟურნელისტის რომან პროტასევიჩის დაპატიმრების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა ბელარუსის ავიაკომპანიებს მათ ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალეს. აგრეთვე, თავის ავიაკომპანიებსაც ბელარუსში ოპერირებაზე უარი უთხრეს.

თავის მხრივ, უეფამ განაცხადა, რომ ბელარუსში მატჩების ჩატარებას არ დაუშვებდა თუ იქ პირდაპირი ან ჩარტერული რეისები მაინც არ იქნება ქვეყნიდან, რომელსაც ბელარუსის ნაკრები ეთამაშება.

აქედან გამომდინარე, ბელარუსები უელსის მსგავსად 8 სექტემბერს ბელგიასაც ყაზანში მიიღებენ.