19-წლამდელებმა ესტონეთს პირველი ამხანაგური მოუგეს

0
7

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ესტონეთში პირველი ამხანაგური თამაში ადგილობრივ თანატოლებთან 2:0 მოიგო.

მატჩის 38-ე წუთზე ანგარიში ოთარ მამაგეიშვილმა გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან ეფექტური დარტყმით მეტოქის კარი აიღო.

ქართველებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

შესვენებაზე მაისურაძემ შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა, მაგრამ სტუმრებს ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ.

54-ე წუთზე, ზურაბ რუხაძის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჯადული იობაშვილმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. ეს გოლი თამაშში საბოლოო აღმოჩნდა.

ქართველი 19-წლამდელები ესტონელებთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 7 სექტემბერს ჩაატარებენ.

ესტონეთი – საქართველო 0:2 (0:1)

4 აგვისტო. ტალინი.

საქართველო: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, დუნდუა, სალუქვაძე, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი (კ), რუხაძე, გაგნიძე, კვერნაძე, გვიშიანი

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლები: 0:1 ო. მამაგეიშვილი (38), 0:2 იობაშვილი (54)

19-წლამდელები ესტონეთში ასეთი შემადგენლობით იმყოფებიან:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო, თბილისი),თორნიკე დუნდუა (დინამო, თბილისი) ლადო ოდიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი, თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო,თბილისი)

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო,თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო,თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო,თბილისი), ლუკა წულუკიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო,თბილისი), დავით გოცირიძე (საბურთალო, თბილისი)