საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში ბათუმის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გამართა.
საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებთა მეორე თამაში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 31 წუთზე გავიდა. კუთხურის შესრულებიდ დროს, შაგინიას პასის შემდეგ სებიკვერაძემ შორის მანძილიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა.
საქართველო-ბელარუსი 1:0
ბათუმი. ოლიმპიური სასახლე
საქართველო: ბუკია (კ), თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჯვარაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია, ბინიო, ჩიმაკაძე, შაგინია, სებისკვერაძე, თოდუა, ჭუმბურიძე, გიორგაია.
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ბელარუსი: ლუკმა, ლაზიუკი, შერბიჩი, გორბენკო (კ), ბატურინი
სათადარიგო შემადგენლობა: ჩურილინი, ევდომიკოვი, მატვიენკო, სილივონჩიკი, სელიუკი, კოზელი, ლოსი, პისკუნი, პინჩუკი, კნიგა
მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრ სავინცევი
გოლი: სებისკვერაძე (30:04)
გაფრთხილება: შერბიჩი (39:54)
მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე.
საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებებს შორის, პირველი ამხანაგური თამაში ბათუმში 3 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრას ფრედ 1:1 დასრულდა.