კვარაცხელია „მილანის“ სიაში იყო – იტალიელებს ფასი ეძვირათ

0
8

ცნობილია მიზეზი, რომლის გამო იტალიის „მილანი“ ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე არ დაელაპარაკა.

Calciomercato.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის გარემარბი „მილანის“ სატრანსფერო სიაში იყო, მაგრამ იტალიური გრანდის დირექტორებმა პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ, გადაწყვიტეს მის თაობაზე „რუბინისთვის“ წინადადებით არ მიემართათ.

ამის მიზეზი ყაზანელთა ფინანსური მოთხოვნა იყო – 20 მილიონი კვარაცხელიას სანაცვლოდ.

ამჟამად, 20 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება. ის მინიმუმ ზამთრამდე „რუბინში“ დარჩება.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.