ესპანეთს საქართველოსთან მორენო დააკლდება

0
4

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი ხერარდ მორენო ესპანეთის ეროვნულ გუნდს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვალ ბადახოსში საქართველოს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მორენო 2 სექტემბერს სტუმრად შვედეთთან (1:2) წაგებული შეხვედრის 64-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

მას მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაუზიანდა და ამიტომ, თამაში ვერ გააგრძელა.

მართალია, მორენოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა თავი დაიზღვია და ფეხბურთელი კლუბში დააბრუნა.

მიმდინარე სეზონში მორანომ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.