ესპანეთი – საქართველო | 4 სექტემბრის განრიგი

0
3

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთში იმყოფება და საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩისთვის ემზადება. ბათუმიდან ქალაქ ბადახოსში ეროვნული გუნდი ჩარტერული ავიარეისით 3 სექტემბერს ჩავიდა. საქართველო ნაკრები ესპანეთში 25 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთთან მატჩამდე ერთ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი ქალაქ ბადახოსში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგება.

კოსოვოსთან ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო ესპანეთში ჩვენი გუნდი ოთარ კიტეიშვილის გარეშე გაემგზავრა.

4 სექტემბრის განრიგი

10:30 | ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
12:30 | ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

​საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპოტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.