შვედეთმა ესპანეთის წაუგებელი სერია შეწყვიტა და გალიდერდა

0
5

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს.

შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა სტოკჰოლმში ესპანეთი მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა.

შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში კარლოს სოლერმა გახსნა, რომელმაც ესპანელები რამდენიმე სვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. მას ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

ალექსანდერ ისაკმა საპასუხო გოლი ერთ წუთში გაიტანა, როდესაც სოლერის არცთუ კარგი პასის შემდეგ ბუსკეტსმა ბურთი დაკარგა, რითაც შვედმა ფორვარდმა მყისიერად ისარგებლა და უნაი სიმონს შორეულ კუთხეში გაუტანა.

57-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან კულუსევსკის პასის შემდეგ, კლაისონმა ესპანელების საჯარიმოში ბურთი მიიღო და ახლო კუთხეში დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და შვედებმა არსებობის ისტორიაში ოფიციალურ მატჩებში ესპანელები მესამედ დაამარცხეს.

მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ესპანელების 66-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

შვედებთან წაგებამდე, ბოლოს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფურია როხამ“ 1993 წლის მარტში კოპენჰაგენში დანიასთან 0:1 წააგო.

შვედებმა სამ მატჩში 9 ქულა დააგროვეს და B ჯგუფს ლიდერობენ. ესპანეთი 7 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ამავე ჯგუფში საქართველო 1 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.