ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს გამოაკლდა

0
3

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში კოსოვოსთან (0:1) მატჩის მე-10 წუთზე მიღებული ტრავმის გამო, ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ვერც 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთთან ითამაშებს და თანაგუნდელებს 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან გასამართ სპარინგშიც დააკლდება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბადახოსში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრა და ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია.

4 სექტემბერს ქართველები ბადახოსში მომავალი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებენ, ხოლო მანამდე, სანიოლი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.