მარადიშვილი კარიერას „ლოკომოტივში“ განაგრძობს

0
15

კონსტანტინე მარადიშვილი კარიერას მოსკოვის „ლოკომოტივში“ განაგრძობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

21 წლის ფეხბურთელი მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია, რომლის აკადემიაში 7 წლის ასაკში მოხვდა, ხოლო პირველ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მარადიშვილის შეძენა „ლოკომოტივს“ 5-7 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო  მისი ხელფასი დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება.