კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდსმენია

0
2

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

36 წლის ფეხბურთელს ასეთი პატივი წილად სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი 111 გოლის გატანის გამო ხვდა.

მისი რეკორდი გინესის წიგნში შეიტანეს, ხოლო თავად რონალდუმ სამახსოვრო სერტიფიკატი მიიღო.

„მადლობა გინესის რეკორდების წიგნს. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიო რეკორდსმენად გაღიარებენ.

მოდით, უფრო მეტი შედეგის მიღწევა ვცადოთ!“ – დაწერა რონალდუმ თავის ინსტაგრამის გვერდზე.