გურამ კაშია: “ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, მისი დავიწყება რთული იქნება”

0
2

გურამ კაშიას აზრით, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს და გაცილებით თამამად იმოქმედოს, ვიდრე ამას კოსოვოსთან ბათუმში 0:1 წაგებულ მატჩში აკეთებდა.

გურამ კაშია: “სამწუხაროდ, დღეს ნაჩვენები თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქულა მაინც აგვეღო.

რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები. ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, მისი დავიწყება რთული იქნება, მაგრამ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მალე შემდეგ მატჩზე გადავერთოთ.”​

საქართველოს ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთთან ჩაატარებს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.