მირალემ პიანიჩი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს.
„ბარსელონამ“ ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
პიანიჩი თურქულ კლუბში 2021-2022 წლების სეზონის განმავლობაში 2,75 მილიონ ევროს მიიღებს.
31 წლის ბალკანელის განათხოვრებაში გასაკვირი არაფერია, რადგან გასულ სეზონში „ბარსელონაში“ რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ, მან 30 მატჩში მოედანზე მხოლოდ 1295 წუთი გაატარა.
