ვან გაალი ნიდერლანდებს ქულით დაუბრუნდა

0
4

ლუის ვან გაალმა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი სტუმრად ნორვეგიასთან ჩაატარა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში ნიდერლანდები ოსლოში სკანდინავიელებს დაუზავდნენ – 1:1.

მატჩის მე-20 წუთზე ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმო ორთაბრძოლაში ვან დეიკს აჯობა და მეტოქის კარი აიღო. 21 წლის ფორვარდმა ნორვეგიის ნაკრებში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.

მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.

ნიდერლანდებიდან 36-ე წუთზე თავი დევი კლასენამ გამოიჩინა, რომელმაც სტუმართა რამდენიმე სვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.

მატჩის ბოლო წუთზე ნიდერლანდებს მოგება შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლები მეკარე ჰანსენმა იხსნა, რომელმაც მეტოქეს ახლო მანძილიდან არ გაატანინა.

ცნობისთვის, ვან გაალი ნიდერლანდებს სათავეში მესამედ ჩაუდგა. მანამდე, ის „ნარინჯისფრებს“ 2000-2001 და 2012-2014 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდებმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს.