საბა ლობჟანიძე კოსოვოსთან მატჩს გამოტოვებს

0
3

საბა ლობჟანიძე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლობჟანიძემ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და დღეს ბათუმში გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

ეროვნული გუნდისთვის ეს დანაკლისი მნიშვნელოვანია, რადგან ლობჟანიძემ „ჰათაისფორში“ სეზონი საუცხოოდ დაიწყო და თურქეთის სუპერლიგის სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა.