კრიშტიანუ რონალდუ: „ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ დილას ადგე სურვილით, რომ უკეთესი გახდე“

0
10

კრიშტიანუს რონალდუს თქმით, ყოველ დილას იმის სურვილით იღვიძებს, რომ საუკეთესო გახდეს, გულშემატკივრები და თავისი შვილები გაახაროს.

მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ირლანდიასთან (2:1) მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა და 111 გოლით, ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„გულშემატკივრების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ძალა შეგვმატეს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. მიხარია, რომ ახალი რეკორდი დავამყარე, მაგრამ ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეს ჩემი რეკორდია, რომელიც უნიკალურია. უზომოდ გახარებული ვარ, რომ კარიერაში კიდევ ერთი რეკორდი დავამყარე. ჩემი მოტივაცია ფეხბურთის თამაშის სურვილიდან გამომდინარეობს და ასევე, ჩემი ახალი კონტრაქტიდან, რომლის წყალობით სახლში დავბრუნდა, რაც მახარებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ დილას ადგე სურვილით, რომ უკეთესი გახდე, გულშემატკივრები და შენი ბავშვები გაახარო“- ციტირებს პორტუგალიელთა კაპიტანს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.