კოსოვოს მწვრთნელი: “კომპაქტური და სწორი პოზიციური თამაშის ხარჯზე მოვიგეთ”

0
3

კოსოვოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბერნარ შალანდის აზრით, მისმა გუნდმა მსოფლიო 2022 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან კომპაქტური და სწორი პოზიციური თამაშის ხარჯზე მოიგო.

შვეიცარიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ბათუმში ქართველებთან 1:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

ბერნარ შალანდი: „ორი მსგავსი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. დაძაბული თამაში გამოდგა, ორივე გუნდს უჭირდა ბოლო მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა და მოხარული, რომ ვარ გამარჯვება ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა, საქართველოსაც ვულოცავ, რადგან მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთული იყო. ჩემი აზრით, კომპაქტური და სწორი პოზიციური თამაშის ხარჯზე მოვიგეთ.

პოლიტიკაზე მე არ ვსაუბრობ, კოსოვოს ნაკრებში ვმუშაობ და ყველას პატივს ვცემ. საქართველოში ჩვენ ყველანი კარგად შეგვხვდა, ყველასგან დიდი პატივისცემა ვიგრძენით და დახვედრით ძალიან კმაყოფილები ვართ“.