ანანიძემ „დინამოში“ ვარჯიში განაახლა

0
3

ჯანო ანანიძე გამოჯანმრთელდა და თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ვარჯიში განაახლა, რის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.

ანანიძე „დინამოს“ 29 აპრილს შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა, როდესაც შეცვლაზე შევიდა.

თუმცა, 28 წლის ფეხბურთელი იმ შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მედანზე აღარ გასულა. ანანიძეს მუხლზე ართროსკოლიული ჩარევა დასჭირდა და 4 თვის შემდეგ წვრთნას შეუდგა.

ასევე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „დინამოს“ მცველი გიორგი ქიმაძე დაუბრუნდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. მან შარშან თბილისელთა შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და განვლილი პერიოდი მკურნალობდა.