ვილი სანიოლი: “კოსოვომ უკეთეს რიტმში ითამაშა და უფრო შეთამაშებული იყო”

0
4

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ კოსოვოს ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში გამართულ შეხვედრაში ქართველები უკეთესო სათამაშო რიტმისა და შეთამაშების ხარჯზე დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა ამის შესახებ ბალკანელებთან 0:1 წაგების მერე ისაუბრა.

ვილი სანიოლი: „რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა რა თქმა უნდა, გვინდა ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე დღეს და აუტსაიდერები არ ვიყოთ. ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმის გამო, მაგრამ ეს არ არის ალიბი.

ვფიქრობ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ განსაკუთრებით ცუდად საწყის ოც წუთში ვითამაშეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დაბალ ტემპში ვმოქმედებდით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეტოქე, ესპანეთი, კოსოვო, საბერძნეთი თუ შვედეთი, სწრაფი თამაშის გარეშე სახიფათო მომენტებს ვერ შევქმნით. ამ შეხვედრაში სწორედ ეს ვერ შევძელით.

გავაანალიზებთ თამაშს და ჩვენს შეცდომებს გავარჩევთ. ვეცდებით, რომ ესპანეთთან უკეთესად ვითამაშოთ. დღეს ნამდვილად არ გვინდოდა ასეთი შედეგი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და კოსოვოს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ.

მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვო უკეთეს რიტმში თამაშობდა და უფრო შეთამაშებული იყო. ლევან შენგელია და თორნიკე ოქრიაშვილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ოქრიაშვილმა სულ 60 წუთი ითამაშა ბოლო თვეებში, რადგან ტრავმა ჰქონდა, ხოლო შენგელიამ ორჯერ ითამაშა 15 წუთი და ამიტომაც, არ გამოვიძახე.

ვფიქრობ, რომ უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება სარგებელს ვერ მოგვიტანდა. 10-12 შემტევი ნახევარმცველის გამოძახება არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ ოქრიაშვილი, შენგელია, გვილია, მომავალში უკეთეს ფორმაში იქნებიან და ნაკრებსაც დაეხმარებიან.

ისეთი შემოქმედებითი ფეხბურთელები გვაკლდა, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძეა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ შეტევაში ლამაზი თამაში ვერ ვაჩვენეთ, ისეთი, როგორიც გვინდოდა.

დაცვის ფლანგებზე ჩაბრაძისა და აზაროვის დაყენება იმიტომ გადავწყვიტე, რომ კაკაბაძესა და გიორბელიძეს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ“.