ჟერომ ბოატენგი “ლიონის” ღირსებას დაიცავს

0
7

ჟერომ ბოატენგი კარიერას საფრანგეთის “ლიონში” გააგრძელებს.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დღეს ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბოატენგი “ლიონს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება, რადგან გასული სეზონის ბოლოს მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი ამოეწურა და ბავარიელებმა მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

ბოატენგი “ბაიერნში” 2011 წელს “სიტიდან” გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 364 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.