შავი ლომი | სამ-სამი თამაში ოქტომბერსა და დეკემბერში

0
5

პირველი პროფესიული ქართული ფრანჩაიზი ‘შავი ლომი’, რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას ოქტომბერსა და დეკემბერში გამართავს.

რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული, ახლადგამომცხვარი საკლუბო ტურნირი სექტემბერში იწყება. ‘შავ ლომს’ პირველი ორი თამაში ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ შინ და გარეთ სწორედ სექტემბერში უნდა გაემართა, თუმცა კოვიდ-პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა გეგმები შეცვალა.

„ადრეც ავღნიშნეთ, რომ წესებს გლობალური პანდემია გვკარნახობს და ამ შემთხვევაშიც, იმის გამო, რომ საქართველო ისრაელისთვის წითელ ზონაშია, სექტემბერში თამაშების გამართვა ვერ ხერხდება. ამ ფაქტს დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვაქვს. გუნდი ახალი შექმნილია და შეთამაშებას დრო ჭირდება. ვეცდებით, რომ ადგილობრივ გუნდებთან სპარინგ-თამაშები გავმართოთ, რადგან პანდემიის გამო საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდება“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

შეგახსენებთ, სუპერ თასის პირველ გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში არიან გაწევრიანებული. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შინ და გარეთ, ექვს ტურად იმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის. ნახევარფინალური ეტაპი აპრილშია ჩანიშნული, იქ გამარჯვებული გუნდები კი თასისათვის მაისში იბრძოლებენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ შეხვედრაში, ‘ენისეი’ რუსულ დერბიში ‘ლოკომოტივ პენზას’ 19 სექტემბერს ეთამაშება, ‘შავი ლომი’ კი ‘თელავივ ჰითს’ ერთი თვის შემდეგ, 16 ოქტომბერს მიიღებს.

დასავლეთ დივიზიონის პირველი ტურის თამაშები 18 სექტემბერსაა ჩანიშნული და ‘დელტა’ ნიდერლანდებში ‘ბრიუსელს დევილზს’ (ბელგია) უმასპინძლებს, ხოლო ‘ლუსიტანოსი’ პორტუგალიაში ესპანურ ‘იბერიანზს’ მიიღებს.

‘შავი ლომი’ 16 ოქტომბრის შემდეგ რუსეთში გაემგზავრება და მესამე ტურში, 23 ოქტომბერს ‘ლოკომოტივ პენზას’, ხოლო მეოთხე ტურში, 30 ოქტომბერს ‘ენისეის’ ეთამაშება.

ქართული ფრანჩაიზი ‘ლოკომოტივთან’ საპასუხო მატჩს შინ, 4 დეკემბერს, ხოლო ‘ენისეისთან’ 11 დეკემბერს გამართავს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მეორე რაუნდიდან გადადებულ შეხვედრაში, ‘შავი ლომი’ ‘ჰითს’ თელავივში 18 დეკემბერს ეთამაშება.

„რაგბი ევროპისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სუპერ თასი გარდამტეხი ტურნირია. მოუთმენლად ველით მის დაწყებას და გვსურდა პირველი თამაშები რაც შეიძლება მალე გვქონოდა. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის ამ თარიღმა გადაიწია, თუმცა, მთლიანობაში, კალენდარი მისაღებია“ – დაამატა ხურციძემ.

 

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2021/2022

I ტური

დ.კ. დელტა (ნიდერლანდები) – ბრიუსელს დევილზი (ბელგია) (18 სექტემბერი)

დ.კ. ლუსიტანოსი XV (პორტუგალია) – იბერიანზი (ესპანეთი) (18 სექტემბერი)

ა.კ. ენისეი-სტმ (რუსეთი) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (19 სექტემბერი)

ა.კ. შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (16 ოქტომბერი)

II ტური

ა.კ. ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (25 სექტემბერი)

დ.კ. ბრიუსელს დევილზი (ბელგია) – დელტა (ნიდერლანდები) (25 სექტემბერი)

დ.კ. იბერიანზი (ესპანეთი) – ლუსიტანოსი XV (პორტუგალია ) (26 სექტემბერი)

ა.კ. თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) (18 დეკემბერი)

III ტური

ა.კ. ენისეი-სტმ (რუსეთი) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (23 ოქტომბერი)

დ.კ. დელტა (ნიდერლანდები) – ლუსიტანოსი XV (პორტუგალია ) (23 ოქტომბერი)

ა.კ. ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო) (23 ოქტომბერი)

დ.კ. ბრიუსელს დევილზი (ბელგია) – იბერიანზი (ესპანეთი) (24 ოქტომბერი)

IV ტური

ა.კ. ენისეი-სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო) (30 ოქტომბერი)

დ.კ. ბრიუსელს დევილზი (ბელგია) – ლუსიტანოსი XV (პორტუგალია ) (30 ოქტომბერი)

დ.კ. დელტა (ნიდერლანდები) – იბერიანზი (ესპანეთი) (30 ოქტომბერი)

ა.კ. ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (31 ოქტომბერი)

ტური

ა.კ. შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (4 დეკემბერი)

დ.კ. ლუსიტანოსი XV (პორტუგალია) – ბრიუსელს დევილზი (ბელგია) (4 დეკემბერი)

ა.კ. თელავივ ჰითი (ისრაელი) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (4 დეკემბერი)

დ.კ. იბერიანზი (ესპანეთი) – დელტა (ნიდერლანდები) (5 დეკემბერი)

VI ტური

დ.კ. იბერიანზი (ესპანეთი) – ბრიუსელს დევილზი (ბელგია) (11 დეკემბერი)

ა.კ. შავი ლომი (საქართველო) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (11 დეკემბერი)

დ.კ. ლუსიტანოსი XV (პორტუგალია) – დელტა (ნიდერლანდები) (11 დეკემბერი)

ა.კ. თელავივ ჰითი (ისრაელი) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (11 დეკემბერი)