რადამელ ფალკაო ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

0
2

კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.

35 წლის ფორვარდმა თურქეთის „გალათასარაისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „რაიო ვალეკანოსთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას განაგრძობენ.

ფალკაო „გალათასარაიში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

მისთვის ლა ლიგა უცხო არაა, რადგან 2011-2013 წლებში მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით 87-ჯერ ითამშა და 72 გოლი გაიტანა.

მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის თასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.